სტატიები
05/12/2016 პლაზმოლიფტინგი - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

 

 

 

 

1. ვინ არის პროცედურის შექმნის იდეის ავტორი?

პირველად პროცედურა გამოიყენეს რენატ ახმეროვმა და რაულ ზარუდიამ. ითვლება, რომ პლაზმოლიფტინგის ავტორი ახმეროვია.

2. რა განსხვავებაა პლაზმოლიფტინგსა და პლაზმოფორეზს შორის?

მსგავსება მხოლოდ დასახელებაშია. პლაზმოლიფტინგი შექმნილია კანის რეგენერაციისთვის. პლაზმოფორეზის დროს კი პაციენტის პლაზმის ნაწილის ჩანაცვლება ხდება; მაგალითად ავტოიმუნური დაავადებების დროს.

3. შეიძლება თუ არა პლაზმოლიფტინგმა სიმსივნური უჯრედების ზრდის პროვოცირება გამოიწვიოს?

არა, რადგან პლაზმას არ ახასიათებს ონკოგენურობა და არ გამოიწვეს უჯრედების მუტაციას.

4. იწვევს თუ არა პლაზმოლიფტინგი ორგანიზმის გამოფიტვას?

არა, არ იწვევს.

5. აუცილებელია თუ არა პროცედურის ჩატარება უზმოზე?

დიახ, საკვების მიღება არ შეიძლება პროცედურამდე 3 საათით ადრე ( მათ შორის, არც ყავის დალევა) .

6. მტკივნეულია თუ არა პროცედურა და კეთდება თუ არა გაუტკივარება?

გაუტკივარება კეთდება მხოლოდ ჩვხლეტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, როგორც წესი, პროცედურა არ არის მტკივნეული და გაუტკივარებას არ საჭიროებს.

7. წარმოადგენს თუ არა ორსულობა და ლაქტაცია უკუჩვენებას?

დიახ, ამ დროს პროცედურა ცალსახად უკუნაჩვენებია.

8. გარანტირებულია თუ არა შედეგი?

9. როგორც სხვა ნებისმიერი პროცედურის დროს, გარანტიებზე საუბარი რთულია, მაგრამ ზოგადი მონაცემების საფუძველზე, ეფექტურობა 80-95% შეადგენს.

10. ჩნდება თუ არა პროცედურის შემდეგ გარდამავალი კოსმეტოლოგიური დეფექტები?

იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია პროცედურის შემდეგ აღინიშნებოდეს ძალიან მცირე ზომის სილურჯეები ( ჰემატომები) ინექციის ადგილზე, რომელის მალევე ქრება და რომელიც კოსმეტოლოგიური საშუალებებით მარტივად იფარება.

11. შესაძლებელია თუ არა პროცედურის ჩატარება ზამთარში?

დიახ, რეკომენდებულიცაა: ტემპერატურის და ტენიანობის გარდამავალი ზემოქმედება (სითბოდან სიცივეში გასვლა და პირიქით) ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კანზე და ფორსირებულად ფიტავს მას, იწვევს გაუწყლოვანებას, რაც კანის დაბერებას მნიშვნელოვნად აჩქატევს. პლაზმოლიფტინგი კი მნიშვნელოვნად აძლიერებს კანის მედეგობას სტრეს-ფაქტორების მიმართ.

12. აუცილებელია თუ არა სახის გაწმენდა პლაზმოლიფტინგის ჩატარების წინ?

დიახ, აუცილებელია პროცედურამდე დაბინძურებული კანის გასუფთავება და პროცედურისთვის მომზადება.

13. შესაძლებელია თუ არა პლაზმოლიფტინგის სხვა პროცედურებთან ერთად ჩატარება?

დიახ, შესაძლებელია. ამავე დროს, მას ახასიათებს სინერგიზმი.

14. რა ზონაზე შეიძლება ჩატარდეს პლაზმოლიფტინგი?

პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს ნებისმიერ ზონაზე, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად მას იყენებენ სახისა და ყელის მიდამოზე, ხელის მტევნებზე, ასევე თავის თმიან ნაწილზე. ასევე, სტომატოლოგიაში, პაროდონტოზის მკურნალობის დროს.

15. შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ერთი პროცედურით ეფექტის მიღება?

დიახ, ეფექტი მიიღწევა, მაგრამ მყარი შედეგისთვის (2 წლამდე)  აუცილებელია  მინიმუმ 2-3 სეანსის ჩატარება, რადგან პლაზმოლიფტინგს ახასიათებს კუმულაციური ეფექტი.

16. რამდენად ეფექტურია პროცედურა სიმელოტის მკურნალობის დროს?

ამ კუთხით პლაზმოლიფტინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, არაქირურგიულ პროცედურებს შორის, თუ არა ერთადერთი. რა თქმა უნდა, გარანტირებულ შედეგზე საუბარი გადამეტებულია, თუმცა ეფექტურობა 70-80%-ს აღწევს.

17. რამდენ ხანს გრძელდება შედეგი?

ერთჯერადი, სრული კურსის ჩატარების შემდეგ ეფექტი 1,5-2 წელს გრძელდება, როს შემდეგაც კანი კვლავ კარგავს ‘’გამაახალგაზრდავებელ ძალას’’ და დაბერების პროცესი გრძელდება.

18. აქვს თუ არა პროცედურას ასაკობრივი ზღვარი?

დიახ, პროცედურა ტარდება 15 წლიდან, ხოლო ზედა ზღვარი 75 წელია. მართალია, პროცედურა ეფექტურია ნებისმიერი სიღმის ნაოჭების და ატროფირებული კანის მკურნალობისას, მაგრამ ამისთვის საჭიროა სეანსების უფრო მეტი რაოდენობა.

19. რამდენი სეანსია საჭირო თმის ცვენის შეჩერების სამკურნალოდ?

საშუალოდ 2-5 სეანსი. ეფექტი 1,5 – 2 წელს გრძელდება.

20. არის თუ არა პლაზმოლიფტინგი ბიორევიტალიცაზიის ალტერნატივა?

დიახ, შეიძლება ასე ჩაითვალოს, მაგრამ ხშირად პლაზმოლიფტინგი და ბიორევიტალიზაცია ტარდება კომპლექსურადაც.

21. პლაზმოლიფტინგი უფრო ‘’კარგია’’, თუ მეზოთერაპია?

მათი შედარება ამ კონტექსტში არ შეიძლება, რადგან თითოეულს განსხვავებული ჩვენება აქვს.

22. შესაძლებელია თუ არა პლაზმოლიფტინგის საშუალებით კანის გადაჭიმვა-ლიფტინგი?

დიახ, მაგრამ არაუმეტეს 2-3 მილიმეტრისა.

23. რამდენად საშიშია პლაზმოლიფტინგის ჩატარება დეკოლტეს მიდამოში?

აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან პლაზმა არ ზემოქმედებს ჰორმონალურ სტატუსზე და შესამაბისად, არ გამოიწვევს ნეგატიურ ძვრებს სარძევე ჯირკვლებსა და რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში.

24. როდისაა პროცედურა უკუნაჩვენები?

პლაზმოლიფტინგის უკუჩვენებებია:  ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადებები, ჰემოფილია, ნეფროპათია. ასევე, გარკვეული ტიპის სისტემური დაავადებები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პლაზმოლიფტინგისთვის გამოიყენება სპეციალურად ამისთვის შექმნილი სინჯარები - სხვა ნებისმიერი სინჯარის გამოყენება პროცედურის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

დაიცავით თქვენი უფლებები და მოითხოვეთ პროცედურის ჩატარებისას ყველა აუცილებელი ნორმის დაცვა.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge