სტატიები
17/08/2016 კელოიდური ნაწიბურები, კოჟრები ( მაზოლები), გაუხეშებული ქუსლი, ტერფის და ფრჩხილის სოკო

 

 

 

 

აღნიშნული პრობლემები აწუხებს ათასობით ადამიანს, მკურნალობა ტრადიციული მეთოდებით ძალიან რთულია, ხშირად წლობითაც კი გრძელდება.

ჩვენს კლინიკაში მათგან განკურნება ხორციელდება ცნობილი ქართველი ექიმის, ამირან ქარჩულის მიერ შემუშავებული მეთოდიკით. მეთოდიკას აქვს საავტორო უფლება და დაპანტენტებულია. მკურნალობას ახორციელებს ასევე ცნობილი ექიმი - მარიანა ქარჩული.

ორიოდე სიტყვით ზემოთ ჩამოთვლილი ნოზოლოგიების შესახებ:

კელოიდური ნაწიბური - კანის ბოჭკოვანი, შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია - კანის ზედაპირიდან ამოწეული, მკვეთრად შემოსაზღვრული, მკვრივი წარმონაქმნი, რომელიც მცირედ, მაგრამ მუდმივად იზრდება, არის მოლურჯო-გამჭვირვალე ელფერის. წარმონაქმნი ძირითადად ვითარდება  კანის დაზიანების შედეგედ, თუმცა შესაძებელია განვითრდეს სპონტანურადაც. საბოლოო ჯამში, გარდა ესთეტიური დეფექტისა, შესაძლებელია გამოიწვიოს მოძრაობის შეზღუდვაც ( კანზე მდებარეობის მიხედვით).

კოჟრები ( მაზოლები), არის მკვეთრად შემოსაზღვრული, სხვადასხვა ზომის შესქელებული, გამაგრებული, უხეში წარმონაქმნები კანზე. ძირითადად ჩნდება ფეხის თითებს შორის და ტერფის ქვედა ბალიშზე, თუმცა შესაძლებელია სხვა ადგილასაც განვითრდეს. ძალზედ მტკივნეულია სიარულის ან შეხების დროს. ძირითადი მიზეზი კანის ტრავმული დაზიანებაა, მაგალითად ფეხსაცმელით გამოწვეული.

ტერფის და ფრჩხილის სოკო, ( ეპიდერმოფიტია, ტრიქოფიტია, რუბრომიკოზი, კანდიდოზი) გადამდები დაავადება, აზიანებს ტერფს და ფრჩხილს, უხშირესად იწყება თითებს შორის კანის დაზიანებით, ფეხს უჩნდება სპეციფიური სუნი, აქვს არაესთეტიური შესახედაობა ( აქერცლილი, ან ზედმეტად შესქელებული კანი) , დროთა განმავლობაში ფრჩხილი ზიანდება და კარგავს ფორმას, ეცვლება ფერი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენს კლინიკაში ამ პრობლემებისგან სრულად განკურნება შესაძლებელია უნიკალური და უკვე წლობით აპრობირებული ქარჩაულის მეთოდიკით.  პრობლემის სახეობიდან და კანის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია 3-8 ვიზიტი, არ საჭიროებს განსაკუთრებულ რეჟიმს და ცხოვრების წესის შეცვლას.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge