სტატიები
02/03/2016 სტრია

სტრიას იწვევს: ორსულობა, წონის სწრაფი მატება, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი მიღება (მაგალითად, გლუკოკორტიკოიდების), ზიგიერთი ენდოკრინული დაავადება. გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, მცირდება კოლაგენისა და ელასტინის კუთრი მასა და და ეს არე შემაერთებელი ქსოვილით ივსება. ხდება ამ არის არაუკუქცევადი გადაგვარება. ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე, ენდოკრინული დაავადებების დროს - სახეზეც. თუ წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოიშვა, უმეტესად ვერტიკალურია, ხოლო თუ ჰორმონული პრობლემებით არის გამოწვეული - ჰორიზონტალური.

თვით სტრიები საშიში არ არის, მაგრამ ძალზე არაესთეტიკურად გამოიყურება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მათ გაჩენას ვერ უკავშირებთ ორსულობას ან წონის მატებას, მით უმეტეს, თუ თან სდევს სახეზე, მკერდსა და ზურგის ზედა ნაწილზე არასასურველი გათმოვანება. გამოკვლევა დაგვეხმარება, ფარული ენდოკრინული პრობლემები გამოვავლინოთ.

ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს - ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება. ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის, ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება და გარუჯულ კანზე უფრო მეტად შესამჩნევია.

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს მათ მიმართ განწყობა: ჰორმონული დარღვევები, თხელი მოშვებული კანი და უკვე არსებული სტრიები წონის უმნიშვნელო მერყეობისას, - მაგრამ პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო უმტკივნეულო და იაფია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პრობლემების მკურნალობა. სიფრთხილე მართებთ იმ ქალბატონებს, რომლებიც ხშირად (მით უმეტეს, მკვეთრად) იმატებენ და იკლებენ წონაში, ასევე - ორსულებს. ორსულობისას კანს სათანადოდ უნდა მოვუაროთ. სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ კოლაგენისელასტინისა და A, C, E ვიტამინების შემცველ კრემებს. ისინი არაჩვეულებრივად ამკვრივებს, ელასტიკურობას მატებს კანს და სტრიების გაჩენას ამცირებს (შესაძლოა, სულაც არ გაგიჩნდეთ). ურიგო შედეგი არ აქვს კანის მსუბუქ მასაჟს ზეითუნის ზეთით სტრიების შესაძლო წარმოქმნის ადგილებში (მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე). სტრიების საწინააღმდეგო საშუალება უნდა წაისვათ ყოველდღიურად, შხაპის შემდეგ, მთელ სხეულზე. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ მომავალში უფრო სერიოზული ჩარევა თავიდან ავიცილოთ.

სტრიების მკურნალობა რთულია და რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს.

ახალგაზრდა (ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს) სტრიების ალაგება ჩვენს კლინიკაში სრულადაა შესაძლებელი, ამიტომაც მნიშვნელივანია მათი მკურნალობის დრუილად დაწყება. ძველი სტრიების მთლიანად მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი გადასწორება და ვიზუალური ეფექტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ლაზერული მოხვეწის საშუალებით.   პროცედურის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული სპეციალისტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე (პროცედურები აუცილებლად ექიმმა უნდა ჩაატაროს).

ჩვენს კლინიკაში სტრიების მკურნალობა უახლესი, ამერიკული ფრაქციული ლაზერით ხორციელდება. დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება.

აპარატის უპირატესობა სხვა ლაზერებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ერთდროულად ხდება ლაზერის ორი სიგრძის ტალღით ზემოქმედება (CAP ტექნოლოგია). ასე, რომ კანი ერთდროულად მუშავდება სხვადასხვა სიღრმეზე; გარდა ამისა, კომპლექსური ზემოდმედება (ორი ტალღის ერთდროული მოქმედება) შესაძლებელს ხდის  კანზე ვიმოქმედოთ 2-5-ჯერ დაბალი ენერგიით, რის გამოც ნაკლებია მტკივნეულობა და გართულებების რისკი. ლაზერი არ აზიანებს კანის მთლიანობას ( არა აბლაციურია), ამიტომ აღდგენითი პერიოდიც მინიმალური ხანგრძლივობისაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრიების გაჩენა დაკავშირებულია კანის ქსოვილის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რომლის დროსას კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების შემცველობაც კრიტიკულ მინიმუმს აღწევს. ლაზერის ზემოქმედების შედეგად ხდება კოლაგენის და ელასტინის სინთეზის გააქტიურება, რემოდელირდება კოლაგენის ბოჭკოები, მცირდება შემაერთებელი ქსოვილის კუთრი წილი, შედეგად ხდება კანის გაახალგაზრდავება, ელასტიურობის გაზრდა, მისი ზოგადი სტრუქტურის გაუმჯობესება, ფართობის შემცირება. აპ პროცესების ფორსირება პროცედურიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება, ამიტომ შედეგი თანდათან, გარვეული დროის შემდეგ უფრო თვალშისაცემი ხდება.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი - კვირა: 11:00 - 19:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge