სტატიები
24/02/2016 ხალი ანუ ნევუსი

კლინიკაში ხშირად მოგვმართავენ კანზე არსებული წანაზარდების მოშორების სურვილით, ( ისეთების, როგორიცაა პაპილომა, მეჭეჭი, კონტაგიოზური მოლუსკი, კერატომა, კოჟრები,) მათ შორის ძალიან ხშირად კი ხალების მოშორების სურვილით.

ხშირად ხალების მოშორებას ძალიან მარტივად უდგებიან, თვლიან, რომ ეს უბრალოდ წანაზარდია. სინამდვილეში კი, ხატოვნად რომ ვთქვათ, ხალი კანის სუსტი წერტილია. მათი მოშორება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული და თითქოსდა ეს მცირე ზომის წანაზარდი დიდი საშიშროების მატარებელია - ეს არის მისი მელანომად გადაგვარების რისკი. მელანომა ლიმფოგენური და ჰემატოგენული გზებით, სწრაფად მეტასტაზირებად, ერთ–ერთ ყველაზე ავთვისებიან სიმსივნეთა რიგს განეკუთვნება. იგი წარმოიქმნება მელანოციტებისაგან (უჯრედები რომლებიც შეიცავენ პიგმენტ მელანინს). კანის მელანომა ვითარდება, როგორც ნორმალური კანის, ასევე ხალების  მელანოციტებისაგან (უფრო ხშირად ხალების, მაგრამ არა ყოველთვის).

ბოლო პერიოდში მელანომის წარმოქმნის სიხშირე გაიზარდა. ქალები ამ პათოლოგიით უფრო ხშირად ავადდებიან ვიდრე მამაკაცები. მელანომით ავადობის სიხშირე მკვეთრად მატულობს 30–39 წლის მქონე პაციენტებში.

მელანომა განვითარების ხუთ სტადიას გადის, რომელიც ხუთი წლიდან ორმოცდაათ წლამდე გრძელდება. ხალების მელანომად გადაგვარების სიმპტომებია: პიგმენტაციის მკვეთრი შეცვლა - გამუქება გაშავებამდე, ან პირიქით გაღიავება, პიგმენტაციის არაერთგვაროვნება, ანთებითი არეოლა ხალის გარშემო, ხალის ზომაში გადიდება, გამკვრივება, ნახეთქების გაჩენა, დაწყლულება და სისხლმდენობა.

მელანომის მიმართ მიდრეკილი  თეთრკანიანი, ქერათმიანი, ცისფერ-, მწვანე- და ნაცრისფერთვალება ადამიანები არიან, ისინი, ვისაც კანზე ბევრი ჭორფლი, პირგმენტური ლაქა აქვს, ორსულები, განსაკუთრებით - თუ ხალები 5 მმ-ზე დიდი დიამეტრისაა.

- ჭარბხალიანები, მათ ვისაც სხეულზე 20-30 ერთეულზე მეტი ხალი აღენიშნება,

- ისინი, ვინც ძალიან ხშირად და ინტენსიურად ირუჯება,

- ხშირად იყენებს სოლარიუმს(!)

- უდაოა ხალზე ტრავმის ნეგატიური როლი,

- და რა თქმა უნდა, მემკვდრეობითი ფაქტორი.

სასურველია მსგავსი რისკ ჯგუფში შემავალი პირებისთვის ექიმის რეგულარული კონსულტაცია. თქვენი ან ექიმი დერმატოლოგის მცირედი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა - კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი.

როგორც სტატიდან ირკვევა, ხალების მექანიკურად მოშორება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული და კატეგორიულად მიუღებელია ექიმის  გარეშე მათზე ნებისმიერი ტიპის მანიპულაციის ჩატარება.

 

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge