სტატიები
29/11/2015 პიგმენტური ლაქები

პიგმენტური ლაქა კანის ჰიპერპიგმენტაციის შედეგია. მისი შეფერვა დამოკიდებულია კანში პიგმენტ მელანინის გამომუშავებასა და მისი ჩალაგების ინტენსივობაზე, მელანინს მელანოციტები გამოიმუშავებენ. მელანინი კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, ამონომჟავებისგან წარმოიქმნება ( გარუჯვა სწორედ ამ მექანიზმით ხდება).

პიგმენტაციის რამდენიმე ტიპი არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ეფელიდები, ანუ ჭორფლი, ქლოაზმა, მელაზმა, ლენტიგო, ნევუსი, პოსტრავმული და პოსტოპერაციული ლაქები.

ქლოაზმა,  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პიგმენტური ლაქის ტიპია,  შეფერილობა ღია ყვითელიდან მუქ ყავისფრამდე ვარირებს და განლაგდება ხოლმე სახეზე, მკერდზე, მუცლისა და ზურგის მიდამოებზე. შემოდგომასა და ზამთარში ღიავდება, ხოლო შესაბამისად, გაზაფხულ-ზაფხულში მუქდება. მისი გამომწვევი მიზეზებიდან  უნდა აღინიშნოს პრობლემები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრიდან, ღვიძლისა და სასქესო ორგანოების დისფუნქცია, ასევე დერმატოლოგიური დაავადებების არასწორი მკურნალობა.

მელაზმა, მას სხვაგვარად ‘’ორსულთა ნიღაბს’’ უწოდებენ, რადგან მათი გაჩენა ესტროგენის კონცენტრაციასთანაა კავშირში და ჩნდება ორსულობის,  ჰორმონული პრეპარატებით მკუნრალობის ან კონტრაცეპტივების მიღების შედეგად. მისი ალაგება გამომწვევი მიზეზის კუპირების შემდეგ ბუნებრივად ხდება, თუმცა კანზე შესაძლებელია 2-3 წელსაც შენარჩუნდეს.

ლენტიგო, ძირითადად, ორი მიზეზით ჩნდება: ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, ნებისმიერ ასაკში, ესაა მზისმიერი ლენტიგო. მეორე სახეობაა - ასაკობრივი ლენტიგო, რომელიც ძირითადად მენოპაუზის შემდეგ ჩნდება ხოლმე.  იშვიათია მესამე სახეობა - გენეტიგური.

ეფელიდები, ანუ ჭორფლი, მას ხატოვნად ‘’მზის კოცნასაც’’ უწოდებენ. ჩნდება ადრეულ, ბავშვობის ასაკში. ეფელიდები არ არის რაიმე დაავადების სიმპტომი, აბოლუტურად უვნებელია, არ ითვლება პათოლოგიად. როგორც წესი, ზამთარში ღიავდება. პერიოდულად მოდური ხდება ხოლმე.

ნევუსი, ქართულად: ხალი. კანზე ნეიროექტოდერმული წარმოშობის პიგმენტირებული წარმონაქმნია, აქვს სადა, ხან უსწორო დვრილოვანი, ზოგჯერ კი თმით დაფარული ზედაპირი. ზოგიერთი ხალი სახიფათოა ონკოლოგიური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით.

პოსტრავმული და პოსტოპერაციული პიგმენტური ლაქები, როგორც დასახელებიდან ჩანს, კანის ტრამირების შემდეგ მელანოციტების მიერ მელანინის ჭარბად გამომუშავების შედეგია.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, კანის ჰიპერპიგმენტაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა დამოუკიდებლად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე სახიფათოა. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მისი სახეობა და გამომწვევი მიზეზი. აუცილებელია პრობლემის როგორც ეგზოგენური (ანუ კოსმეტიკური კუთხით) მკურნალობა, ასევე ენდოგენური პრობლემის(ანუ გამოწმვევი მიზეზის) მკურნალობა.

აუცილებელია მკურნალობამდელი კონსულტაცია, ასევე ზოგადად მკურნალობა ჩაატაროს ექიმმა.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge