სტატიები
03/07/2017 კავიტაცია - უოპერაციო ლიპოსაქცია

ძალიან ხშირად, ნორმალური წონის ქალბატონებს სხეულზე აღენიშნება ეგრეთწოდებული „ცხიმოვანი მახეები“- ლოკალური ცხიმოვანი ნადებები, რომლებიც არ ექვემდებარება დიეტასა და ფიზიკურ ვარჯიშებს. როგორც წესი, ისინი განლაგებულია „გალიფეს“ ზონაში, თეძოებზე, მუცლის მიდამოში... ცხიმოვანი მასების აღნიშნულ ზონაში ჩალაგება ქალბატონების ორგანიზმის ჰორმონული თავისებურებებითაა განპირობებული და მათი გამოდევნა ამ ადგილებიდან ბუნებრივად პრაქტიკულად შეუძლებელია. დღემდე მათთან ბრძოლა მხოლოდ რადიკალური, ოპერაციული მეთოდით იყო შესაძლებელი, რაც როგორც ცნობილია, გარკვეულ შეზღუდვებთან ერთად მნიშვნელოვანი დისკოფორტის შემცველიცაა.

მისი უპირობო ალტერნატივა თანამედროვე ესტეთიკურ მედიცინაში კავიტაციაა, ანუ როგორც მას უწოდებენ- უოპერაციო ლიპოსაქცია.

კავიტაციის რეზულტატი ქირურგიული ლიპოსაქციის თანაფარდია, ამასთან არ საჭიროვებს ნარკოზს, სარეაბილიტაციო პერიოდს, არ ზიანდება კანის მთლიანობა და არ ტოვებს სხეულზე ნაწიბურებს და სხვა ხილულ ნაკვალევს. დღეს მისი ეფექტურობა უდაოა და მსოფლიო მასშტაბით დადასურებულია ათასობით ექიმის გამოცდილებით.

კავიტაციის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ზემოქმედება ხორციელდება სხეულის ნებისმერ პრობლემურ უბანზე. ცხიმოვანი ნადებების მოცილებასთან ერთად, ხდება კანის მოჭიმვა, ქრება „ფორთოხლის კანის“ ეფექტი. არც თუ ისე იშვიათად, კავიტაციას მიმართავენ ქირურგიული ლიპოსქციის შემდგომი დეფექტების კუპირებისთვის.

კავიტაციის რეზულტატი სახეზეა პირველივე პროცედურის დასრულებისთანავე, რომლის დროსაც დამუშავებული ზონის გარშემოწერილობაც მცირდება. დაშლილი ცხიმის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესი დაახლოვებით ერთ კვირას გრძელდება, ამიტომაც სეანსები საშუალოდ კვირაში ერთხელ ტარდება.

პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა, ასევე სასურველი რეზულტატის მისაღებად საჭირო სეანსების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ზონასა და დასაშლელი ცხიმის ოდენობაზე. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა ერთი თვეა.

ჩვენს კლინიკაში კავიტაცია პრესოტერაპიასა და RF-ლიფტინგთან კომბინაციაში ტარდება. პრესოთერაპია აუმჯობესებს ორგანიზმიდან ცხიმის გამოდევნის პროცესს, ხოლო RF-ლიფტინგის საშუალებით ცხიმის წვის შედეგად დარენილი, მოდუნებული კანის ელასტიურობის გაზრდა და მოჭიმვა ხდება.

დაინტერესების შემთხვევაში გთავაზობთ ინფორმაციას და გამოცდილებას კავიტაციის შესახებ უცხოეთის კლინიკებიდან შემდეგ ბმულებზე:

 

http://www.enigmamedspa.com/Ultrasonic_Body_Shaping.html

http://www.badenwellnesscenters.com/infoCavitation.asp

 

http://www.mastermed.ru/services/1/

http://www.thebeautyshop.com.ua/node/298

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge