სტატიები
17/01/2017 სახის წმენდა

ვითვალიწინებთ რა მომხმარებელთა ინტერესს სახის წმენდასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმული შეკითხვებზე:

1.შესაძლებელია თუ არა სახის წმენდა ჩატარდეს სახლის პირობებში ან სალონებში?

სახის წმენდის მსურველთა უმრავლესობითვის პროცედურა „წამების“ ტოლფასია. ხშირად, სპეციალიტის არასაკმარისი კომპეტენციის გამო, სასურველი ეფექტი ვერ მიიღება, მომხმარებელიც მოტყუებულად გრძნობს თავს, ამიტომაც ძვირადღირებული პრიცედურის ჩატარების ნაცვლად მიმართავს ხოლმე მის სხვა ალტერნატივას.

ჩვენში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ სახის წმენდა კოსმეტოლოგიური პროცედურაა-მცდარია, სასურველია, სახის წმენდა ჩაატაროს სერტიფიცირებულმა ექიმმა-დერმატოლოგმა! მისი შეცვლა სახის წმენდის ძვირადღირებული საშუალებებით შეუძლებელია, რადგან წმენდის შესაბამისი მეთოდის არჩევამდე აუცილებელია კანის მდგომარეობის ზოგადი სტატუსის ზუსტი დადგენა:

სახის კანის ხავერდოვანებისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად ცხიმოვანი ჯირკვლები გამოიმუშავებენ ლიპიდების შემცველ სეკრეტს. იდეალურ ვარიანტში სეკრეტი თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს კანზე, ამ დროს იქმნება ეგრეთწოდებული „დამცავი აპკი“, იგი იცავს კანს გამოშრობისგან, მზის და გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან.

რეალურად ასე არ ხდება სხვადასხვა მიზეზებს გამო: ჰორმონალური ცვლის მოშლა, სეზონურობა, გარუჯვის შემდეგ, ასაკობრივი თავისებურებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა. მათ გამო სეკრეტის ექსკრეცია მცირდება ან პირიქით, ჭარბად მიმდინარეობს, რის გამოც ადგილი აქვს ფორების დახშობას, ჟანგბადის ზემოქმედებით ცხიმოვანი საცობი იჟანგება და წარმოიქმნება კამედონები. დროთა განმავლობაში ხდება მათი ბაქტერიებით ინფიცირება, რაც ანთებით პროცესს განაპირობებს.

ასე რომ, კანის არასრულფასოვნება არა ჰიგიენის და სისუფთავის, არამედ სწორი მოვლის საკითხია.

2. რატომ არის აუცილებელი სახის სხვადასხვა პროცედურების (პლაზმოლიფტინგის, მეზოთერაპიის და ა.შ.)  წინ სახის წმენდა?

დამოუკიდებლად დახურული ფორების გახსნა და სახის კანის სწორად მოვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სახის წმენდის პროცედურა შეიძლება ხელოვნურ სუნთქვასაც შევადაროთ- წმენდის შემდეგ კანი ფორების საშუალებით გაცხოველებულად შთანთქავს ჯანგბადს და ტენს, ხდება მისი ნორმალური სტატუსის აღდგენა. გახსნილი და გასუფთავებული ფორების საშუალებით კანი  ეფექტურად უფრო რეაგირებს სახის მოვლის სხვა პროცედურებზე (ნიღბები, მასაში, პლაზმოლიფტნგი, მეზოთერაპია, ამ დროს ძირითადი პროცედურის ეფექტი იზრდებაა.

სწორედ ამიტომაცაა, რომ სახის მოვლის პროცედურების წინ ჩვენს კლინიკაში აუცილებლად სახის წმენდა ტარდება.

3. რამდენი ტიპის სახის წმენდა არსებობს?

მექანიკური წმენდა, თვით სახელიც მიგვანიშნებს, გულისხმობს კანის ხელით (სპეციალური აპარატურის გარეშე) დამუშავებას სპეციალური, სტერილური იარაღების დახმარებით. იგი, როგორც წესი, ხორციელდება კანის ვაპორიზაციის (წინასწარი დაორთქვლა) შემდეგ. მექანიკური წმენდისას, რა თქმა უნდა, პაციენტს გარკვეული დისკომფორტი აღენიშნება, კანიც მეტად ღიზიანდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, რომლის დროსაც აღნიშნული მეთოდი შეუცვლელია.

აპარატული წმენდა გულისხმობს კანზე ზემოქმედებას სპეციალური აპარატურის დახმარებით და  მისი საშუალებით კანის წმენდა-გასუფთავებას სხვადასხვა სიღრმეზე. საჭიროების მიხედვით ტარდება: ვაპორიზაცია, ვაკუუმ-სპრეით შეფრქვევა, ბრაშინგი, დეზინკრუსტაცია, ვაკუუმ-წმენდა, ულტრაბგერითი სკრაბერი, მიკროდერმაბრაზია, დარსონვალიზაცია, ფონოფორეზი. აპარატული წმენდა დამზოგავი მეთოდია, პაციენტს დისკომფორტიც თითქმის არ აღენიშნება, კანი ნაკლებ ტრავმირდება. მეთოდი შესაძლებლობას იძლევა კანი გაიწმინდოს სხვადასხვა სიღმეზე.

სახის ქიმიური წმენდა გულისხმობს ქიმიური პილინგების (სპეციალური ქიმიური ნაერთები) დახმარებით კანის ზედა ფენის მოცილებას და კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას. წმენდის მექანიკური და აპარატურული მეთოდებისგან განსხვავებით, ქიმიური პილინგი შედარებით აგრესიული მეთოდია, კანის ტრავმირების ხარისხიც შედარებით მაღალია. შესაბამისად, მისი ხშირი გამოყენება დაუშევებელია, რადგან უკუეფექტის რისკი მარალია.

სახის წმენდა ლაზერის საშუალებით- ამ დროს გამოიყენება კოსმეტიკური ლაზერის სხივი, იგი ახდენს კანის ზედაპირის დამუშავებას და მისი რელიეფის გასწორებას.

4.ვისთვისაა რეკომენდებული სახის წმენდა?

პრინციპში ყველასთვის. განსაკუთრებით  მიზანშეწონილი და რეკომენებულია შემდეგი ტიპის კანის წმენდა: ა)მშრალი, ბ)ფოროვანი, გ)ცხიმიანი, დ)კამედონებიანი, ე)გამონაყარიანი (აკნე), ვ)პოსტაკნეს მდგომარეობა, ზ) ცხიმის საცობები.

არსებობს შემთხვევები, როდესაც კანის წმენდა დაუშვებელია, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება: ჰერპესის და ეგზემის გამწვავება, ჰიპერტონული კრიზი, მენსტრუალური ციკლი, კანის მთლიანობის დარღვევა გასაწმენდ არეში, ცხელებით მიმდინარე დაავადებები.

ზოგადად, სახის კანის  წმენდა მიზანშეწონილია  ყველა ტიპის კანისთვის 15 წლის ასაკიდან, კანის ტიპიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვიურად, ან 2-4 თვეში ერთხელ.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge