სტატიები
25/02/2016 ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მეოცე საუკუნის მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემადაა მიჩნეული. იგი დღეს მედიცინაში ცალკე ნოზოლოგიაა.სინდრომით დედამიწის მოსახლეობის ნახევარია დაავადებული და ხასიათდება მზარდი ტენდენციით. ასე რომ, იგი ყველაზე გავრცელებულ დაავადებადაც შეიძლება ჩავთვალოთ. საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ქრონიკული დაღილობის სინდრომის არსებობისას ორგანიზმი იფიტება, კარგავს თავდაცვით ფუნქციას და სწორედ ამ დროს ვლინდება მისი ყველაზე ცუდი შედეგები-  ვლინდება სისტემური მოშლილობები. იგი  საფუძველია ორგანოების და მათი სისტემების რიგი  დაავადებებისა (დაწყებული ნევროზიდან, ონკოლოგიური დაავადებებით დასრულებული)

რა არის მისი გამომწვევი მიზეზი? რა კონტიგენტი ავადდება ძირითადად და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ძირითადად ავადდებიან გადატვირთული სამუშაო რეჟიმის მქონე ადამიანები, უპირატესად საზოგადოების ინტელეტუალური ფენა, ქალბატონები. მის განვითარებას ხელს უწყობს გამოუძინებლობა, ცხოვრების ჯდომითი წესი, არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივად მიმდინარე ვირუსული დაავადებები. მისი განვითარების მიზეზი მედიკამენდების ხანგრძლივად მიღებაც შეიძლება გახდეს, მათ შორის: გაციების, ანტიჰისტამინური და ანტიალერგიული, საძილე, მიორელაქსანდები, ჩასახვის საწინააღმდეგო და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ძირითადი სიმპტომი მუდმივი დაღლილობის შეგრძნებაა, რომელიც გამოძინებით ან დასვენებით არ გადადის, დილით ისევ დაღლილი, თითქოს გამოუძინებელი დგებით, ან სულ რაღაც ორი სამი საათის გასვლის შემდეგ ჩნდება დაუძლეველი დაღლილობის, ძილის შეგრძნება. დროთა განმავლობაში მას თან ერთვის:

-დეპრესია, სხვადასხვა ტიპის ნევროზი, აუხსნელი მიზეზის შფოთვა და შიშები,

-მომატებული გაღიზიანებადობა,

-უმიზეზო აგრესია და არაადექვატურობა,

-დაუძლეველი სისუსტის და აპათიის შეგრძნება,

-მეხსიერების დაქვეითება,

-აუხსნელი მიზეზის თავის ძლიერი ტკივილები,

-არც თუ ისე იშვიათად ტკივილი სახსრებში,

-ფარინგიტი.

გარშემომყოფები ხშირად აღნიშნავენ, რომ თქვენ აუტანელი გახდით, სულ სხვა ადამიანი. მდგომარეობამ შესაძლებელია სრულად მოშალოს თქვენი სოციალური კონტაქტები, სტატუსი. ეცემა შრომისუნარიანობა, სიახლის კეთების სურვილი.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

-პირველ რიგში, აუცილებელია ძილის დარეგულირება, აუცილებელია მინიმუმ 6- 8 საათიანი ძილი. ამათან, სასურველია საღამოს ადრე დაძინება და დილით ადრე ადგომა.

-აუცილებელია რამდენიმე დღით სრულფასოვანი დასვენება (არა აქტიური), მშვიდ გარემოში.

-აუცილებელია მეტი დროის გატარება ბუნებაში, სუფთა ჰაერზე სეირნობა არაჩვეულებრივ, მომენტალურ შედეგს იძლევა.

-აუცილებელია სრულფასოვანი კვება, გამოფიტულ ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის შესავსებად. სასურველია ვიტამინების მიღებაც.

-გამოიყენეთ რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით კოფეინი, ალკოჰოლური სასმელები და რა თქმა უნდა, თამბაქო.

-ნაკლები დრო გაატარეთ ტეკლევიზორთან და კომპიუტერთან.

როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, პრობლემასთან გამკლავება არც თუ ისე რთულია.

იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე!

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge