სტატიები
16/10/2012 სტრიები და მათი მკურნალობა

როგორც მოგეხსენებათ, სტრიები კოსმეტიკური დეფექტია და უპირატესად  გვხვდება ქალბატონებში.  სამკურნალოდ  ძალზედ რთულია და ექიმისგან მოითხოვს დიდ გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. განსაკუთრებით რთულად ემორჩილება მკურნალობას ხანდაზმული სტრიები.

სტრიების განვითარება რთული პროცესია, ჩნდება  კანის ზედმეტად გადაჭიმვის შედეგად, ორსულობის, წონის მკვეთრი ცვლილების, მემკვიდრული განწყობის, ან ჰორმონული დისბალანსის გამო. ამ დროს ხდება კანის კოლაგენური და ელასტიური ბოჭკოების ჩაწყდომა მექანიკური ზემოქმედების შედეგად, შემდგომში შემაეთებელქსოვილოვანი ნაწიბურის ჩამოყალიბებით. ახლად წარმოქმნილი სტრიები მუქი მოლურჯო-მოწითალო ფერისაა და დროთა განმავლობაში კარგავს ფერს, კანის ზედაპირი ამ დროს არათანაბარი ხდება. პრობლემა განსაკუთრებით შესამჩნევია გარუჯვის შემდეგ პერიოდში, რადგან ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით ეს ადგილები არ ირუჯება და არ იცვლის ფერს.

მკურნალობისას სტირების  კორექციის ხარისხი  დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, პრობლემის ხანდაზმულობაზე, პაციენტის ჰორმონულ სტატუსსა და სხვა ფონურ პრობლემებზე, სტრიების რაოდენობასა და ზომაზე.

სტრიების ჩამოყალიბების თავიდან აცილების მიზნით (მაშინ, როდესაც მისი ჩამოყალიბების რისკი მაღალია)  მიიღეთ A და E ვიტამინი, გამოიყენეთ აღნიშნული ვიტამინების შემცველი მალამოები და ლოსიონები,  იკვებეთ მათი შემცველი საკვებით( თევზი, ზეთი, ბანანი). აბაზანის მიღების შემდეგ სასარგებლოა თვითმასაჟი პრობლემურ ადგილებზე E ვიტამინის შემცველი ლოსიონებით და მალამოებით. სტრიების განვითარებას ხელს უშლის ცხოვრების აქტიური წესი, ცურვა.

იმ შემთხევაში, თუ პროცესი დაწყებულია, მისი შეჩერება ზემოაღნიშნული მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენს კლინიკაში წარმატებითაა დაინერგილი მკურნალობის სწვადასხვა მეთოდები. ხანგრძლივი გამოცდილების შედეგად შემუშავებულია სტრიებტან ბრძოლის რამდენიმე, განსხვავებული  სქემა, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სახის მკურნალობის აპარატურულ და არააპარატურულ მეთოდებს (მიკროდერმაბრაზია,პილინგი,მეზოთერაპია,ფონოფორეზი,RF ლიფტინგი, პლაზმოლიფტინგი და ა.შ.).

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00 შაბათი: 11:00 - 19:00 კვირა : 11:00 - 17:00
მისამართი:
ვაჟა-ფშაველას 78ა(ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 ან 214 52 26 მობ.: (+995) 593 32 01 69 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge