სტატიები
29/03/2017 ჰირუდოთერაპია

 

 

 

 

ჰირუდოთერაპია - მკურნალობა წურბელებით. მეთოდი, რომელიც ანტიკური ხანიდან არ კარგავს აქტუალობას, რაც მის მაღალი ეფექტურობის დამადასტურებელია.  გამოიყენება როგორც ზოგადად სამკურნალო, ასევე კოსმეტოლოგიურ პრაქტიკაში.

იხმარება სამედიცინო წურბელა - Hirudo medicinalis.

აქვს რეფლექტორული, მექანიკური და ბიოლოგიური მოქმედება. კანზე დასმის ადგილას წურბელა   პაციენტის ქსოვილში უშვებს სპეციალურ ნივთიერებებს ნერწყვის საშუალებით. წურბელის ნერწყვი შეიცავს 150-ზე მეტ აქტიურ ნივთიერებას. ეს ფერმენტები გადადის სისხლში და ადგილობრივ მოქმედებასთან ერთად ახდენს შლაკებისგან ორგანიზმის გაწმენდას.

წურბელის ნერწყვის  აქტიური ნივთიერებები - ჰირუდინი, ჰილურონიდაზა, ეგლინები, დესტაბილაზა  და სხვა მოქმედებენ სისხლის შემდედებელ სისტემაზე და ათხიერებს სისხლს, აუმჯობესებს კაპილარულ და ლიმფის მიმოქცევას; ასევე  აქვს აღმდგენ-შემახორცებელი, ანტიათეროგენული, იმუნომასტიმულირებელი, შეშუპების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება.

აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება ( კლავს გარკვეულ ბაქტერიებს). ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას, ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისგან.

წურბელების დასმა ხშირად ხდება აქტიურ წერტილებში, რაც  ჰირუდორეფლექსოთერაპიის შედეგს იძლევა.

არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

პროცედურის ხანგრძლივობა 15-40 წუთია, არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას.

 

კოსმეტოლოგიაში მისი ეფექტურობა დაფუძნებულია სპეციალური ფერმენტის შემცველობაზე, რომელიც ახდენს შემაერთებელი ქსოვილის გარდაქმნას ელასტიურ ბოჭკოებად და ასევე მიკროცირკულაციის და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაზე.

ეფექტურია ცელულიტის, დაღლილი და სტრესული კანის სამკურნალოდ, მოდუნრბული კანის სამკურნალოდ, ჩაშავებული თვალის უპეების დროს, აკნეს კომპლექსური თერაპიაში შედის, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. როზაცეას დროს,    ჰირუდოთერაპიას გააჩნია საუცხოო  გამაახალგაზრდავებელი   ეფექტი, ვინაიდან ჰირუდინი ჰიალურონის მჟავას შეიცავს და, რიგ შემთხვევებში, ძვირადღირებული მეზოთერაპის ალტერნატივად მოიაზრება. ამგვარად, ნაადრევ  დაბერებას  აჩერებს. გამოიყენება სახის, ყელის, გულმკერდის, ხელების, ზონაზე.

ასევე, გამოიყენება:

ძვალ-სახსხროვანი დაავადებების, მათ შორის მწვავე ტრავმების დროს; ჰიპერტონიის, ვარიკოზული დაავადებების, თავის ტკივილის, მათ შორის შაკიკის დროს, ინსულტის რეაბილიტაციის დროს, დიაბეტური ტერფის, ლიმფოსტაზების, ნევრიტების, რადიკულიტების, პოდაგრის დროს, ღრძილების ანთების, კანის დაავადებებების - ფსორიაზის და ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ. ანთებითი დაავადებების - ფურუნკულოზების, კანის ინფექციების  სამკურნალოდ.

უკუჩვენებებია:  სისხლის შედედების დარღვევა , დაბალი არტერიული წნევა, ალერგია წურბელის ნერწყვზე, ანემია, ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვა, ტუბერკულოზი, ფსიქიური პრობლემები, ორსულობა, კრიტიკული დღეები.

მკურნალობისათვის გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი წურბელები!

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge