სტატიები
01/02/2017 რატომ ალექსანდრიტის ლაზერი?

 

 

 

 

 

დღეისთვის ჭარბი თმისგან განთავისუფლების (განკურნების) რამდენიმე მეთოდი არსებობს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე მსოფლიო ჭარბთმიანობასთან ბრძოლაში  უპირატესობას სწორედ ლაზერულ ეპილაციას ანიჭებს, რადგან ეს მეთიდი საშუალებას იძლევა არასასურველი თმისგან ყველაზე ეფექტურად, საბოლოოდ და გარანტირებულად განვთავისუფლდეთ.

ლაზერული ეპილაციის მოქმედების მექანიზმი პიგმენტ მელანინზეა დაფუძნებული, რომლის კანსა და თმაში ჩალაგების ინტენსივობა განაპირობებს მათ ფერს - მუქი ფერის თმასა და კანში მელანინი მეტია და პირიქით. ლაზერის ხსივის ეფექტურობის მიღება მხოლოდ მის გარკვეულ დიაპაზონშია შესაძლებელი. ასეთი ტიპის ბევრი ტალღა არსებობს, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 755 ნანომეტრი სიგრძის ტალღა, რომელსაც  ალექსანდრიტის ლაზერი გენერირებს, ყველაზე ეფექტურად შთაინთქმება მელანინით. ამიტომაც ალექსანდრიტის ლაზერი არ საჭიროებს მაღალ, აგრესიულ დოზებს თმის მოსაშრებლად. სხვა ლაზერებთნ შედარებით 2-ჯერ და მეტად დაბალი ენერგიით ხდება სასურველი ეფექტის მიღწევა. მაგალითისთვის, ალექსანდრიტისთვის ეს დოზა  25 ჯოული/სმ2, ხოლო დიოდზე 55 ჯოული/სმ2.

გარდა ამისა, ალექსანდრიტით ეპილაციას აქვს სხვა უპირატესობებიც, რის გამოც ჩვენი კლინიკა ცალსახად მას ანიჭებს უპირატესობას:

ალექსანდრიტის ლაზერის სხივი მოქმედებს მხოლოდ პიგმენტ მელანინზე, არ მოქმედებს ჰემოგლობინზე -  ამიტომაც სხივი შთაინთქმება მხოლოდ თმის ბოლქვის მიერ, ხდება ლოკალურად ტემპერატურის აწევა და თმის ბოლქვი ზიანდება, მის გარშემო არსებული სხვა  უჯრედები თითქმის არ იძლევიან რეაქციას თერმულ ზემოქმედებაზე.

755 ნანომეტრის სიგრძის მქონე სხივი ყველაზე სწრაფად შედის კანში, ამიტომ კანის ზედაპირი არ ზიანდება. ყოველ სეანსზე ხდება თმის რაოდენობის შემცირება და ყველაზე მოკლე პერიოდში ხდება თმისგან საბოლოოდ განთვისუფლება. ეს ლაზერი ''ხედავს'' წვრილ თმას და შედარებით ღია ფერის თმასაც კი.

ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციის დროს არ ხდება ზონის წინასწარი გაპარსვა. გაპარსვა ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს, ხოლო ღინღლი ყალიბდება უხეშ თმად. შედეგად, ვღებულობთ ჭარბთმიანობას, რაც მნიშნვნელოვნად ართულებს სასურველი შედეგის მიღებას.

ალექსანდრიტის ლაზერს აქვს მოქმედების საკმაოდ დიდი დიაპაზონი, რაც საშუალებას იძლევა ექიმს მოახდინოს დოზის ზუსტი რეგულირება ინდივიდუალურად, კანსა და თმაში მელანინის ჩალაგების ინტენსიურობის მიხედვით.

ლაზერის თავი არ ეხება კანის ზედაპირს, რაც ჰიგიენური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.

სერვისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი - კვირა: 10:00 - 20:00
მისამართი:
1. ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 593 32 01 69 2. ისანის ფილიალი: ქეთევან წამებულის 65 ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 558 450 125 3. სარაჯიშვილის ფილიალი სარაჯიშვილის 9 (მეტროსადგურ სარაჯიშვილის ამოსასვლელთან) ტელ.: (+995 32) 215 52 25 მობ.: (+995) 555 142 061 skype : medicalgroup78 ელ-ფოსტა: info@medicalgroup.ge